ოფიციალურად: ცნობილია ვინ გახდა 2018/19 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი

12-07-2019, 00:19

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ცნობილი სპორტული გამოცემის, "ESPN-ის" ინტერნეტ გამოკითხვა იმის შესახებ თუ ვინ იყო 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯილდოს მფლობელი, კატალონიის "ბარსელონას" 32 წლის არგენტინელი ვარსკვლავი, ლიონელ მესი გახდა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში, 34 გოლის გატანა მოახერხა.

"ბლაუგრანას" ლიდერი ამასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა და ევროპული ტურნირის სეზონის საუკეთესო გოლიც გაიტანა მერსესაიდული "ლივერპულის" წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ მესისთან ერთად ამ ტიტულისთვის, კილიან მბაპე, კრიშტიანუ რონალდუ და ვირჯილ ვან დეიკი იბრძოდნენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით