ფელიპე კოუტინიო "ლივერპულში" ?!

12-07-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველი, ფელიპე კოუტინიო, მერსესაიდულ "ლივერპულში" ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის ფეხბურთელმა, "კოპა ამერიკის" დასრულების შემდეგ, უკვე მიიღო გადაწყვეტილება მისი ამჟამინდელი გუნდის დატოვების შესახებ და სამომავლო კლუბების ძებნა დაიწყო.

ცნობების მიხედვით, ბრაზილიელი მოთამაშის გადაბირებით ყველაზე მეტად, მისი ძველი სამყოფელი დაინტერესდა "ლივერპულის" სახით, რომელიც მზადაა ფელიპეს სანაცვლოდ 70 მილიონი გირვანქა გაიმეტოს.

შეგახსენებთ, რომ კოუტინიო "ბლაუგრანაში", 2018 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრიდან ასპარეზობს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით