"ბარსელონამ" ანტუან გრიზმანის გამოსასყიდი თანხა გადაიხადა !

12-07-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონა", მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგი თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის ტრანსფერს, კიდევ უფრო მიუახლოვდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანურმა გრანდმა უკვე გადაიხადა 27 წლის ვარსკვლავის გამოსასყიდი თანხა, რაც დაახლოებით 107 მილიონ ევროს შეადგენდა.

ცნობების მიხედვით, თუ მოვლენები "ბარსელონას" პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბართომეუს სურვილის მიხედვით წარიმართება, მაშინ გრიზმანი "ბლაუგრანას" ფეხბურთელი, მომავალ დღეებში გახდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით