ოფიციალურად: გრიზმანი "ბარსელონას" ფეხბურთელია

12-07-2019, 17:24

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი კარიერას კატალონიის "ბარსელონაში" გააგრძელებს.

ესპანური გრანდის ოფიციალური საიტის ცნობით, "ბლაუგრანამ" ფეხბურთელის სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხა, 120 მილიონი ევრო გადაიხადა.

გრიზმანმა "ბარსასთან" ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, მისი გამოსასყიდი ფასი კი ახლა 800 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის თავდამსხმელი "ატლეტიკოს" ღირსებას 2014 წლიდან მოყოლებული იცავდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით