ხამესი "ატლეტიკოში" გადასვლასთან ახლოსაა

12-07-2019, 18:07

მომავალი დღეების განმავლობაში მადრიდის "ატლეტიკომ" შესაძლოა კიდევ ერთი ტრანსფერი გააოფიციალუროს.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, "როხიბლანკო" ახლოს არის მადრიდის "რეალის" კოლუმბიელი ნახევარმცველის, ხამეს როდრიგესის შეძენასთან.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე შედგა და კოლუმბიელი 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ მოირგებს "ატლეტიკოს" ფორმას.

შეგახსენებთ, რომ ხამესის დამატება იტალიურ "ნაპოლისაც" სურდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით