ვან დიკმა "ბარსელონა" უარით გაისტუმრა

12-07-2019, 18:11

ბრიტანული გამოცემა Daily Mirror-ის ინფორმაციით, მერსისაიდული "ლივერპულის" ლიდერმა, ვირჯილ ვან დიკმა კატალონიის "ბარსელონაში" გადასვლაზე უარი განაცხადა.

წყაროს ცნობით, სეზონის დასრულების შემდგომ ესპანელები აქტიურად ცდილობდნენ 28 წლის მცველის გადაბირებას, თუმცა, უშედეგოდ.

როგორც ცნობილია, "ბარსელონა" ვან დიკის სანაცვლოდ მზად იყო სამუელ უმტიტიც დაეთმო, თუმცა, ესპანეთში გადაბარგება თავად ჰოლანდიელს არ სურდა.

შეგახსენებთ, რომ ვან დიკი "ლივერპულის" რიგებს 2018 წლის იანვარში შეუერთდა, გასულ სეზონში კი ის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით