სკანდალი: "ატლეტიკო" "ბარსას" ედავება, გრიზმანის ტრანსფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა

12-07-2019, 21:07

დღეს კატალონიის "ბარსელონამ" ანტუან გრიზმანის ტრანსფერი დაადასტურა. კლუბმა ფრანგი ფორვარდის სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხა, 120 მილიონი ევრო გადაიხადა.

თუმცა, "ატლეტიკოს" ოფიციალური საიტის ცნობით, კატალონიელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონი ევროთი მეტი უნდა გადაეხადათ.

"ბარსელონამ 120 მილიონი ევროს ოდენობის თანხა გადარიცხა. თუმცა, მივიჩნევთ, რომ რეალურად მათ 200 მილიონი უნდა გადაეხადათ."

"მხარეებს შორის შეთანხმება შედგა მანამ, სანამ გამოსასყიდი ფასის ცვლილება მოხდებოდა (1 ივლისი)."

"გარდა ამისა, ფეხბურთელმა 14 მაისს დაადასტურა, რომ იგი ახალ კლუბში გადადიოდა." - წერია "როხიბლანკოს" განცხადებაში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით