ხავი: "ბარსელონას" ამ ნაბიჯის გადადგმა გაუჭირდება"

12-07-2019, 22:18

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი და ამჟამად ყატარული "ალ სადის" მთავარი მწვრთნელი, ხავი, ნეიმარის კატალონიურ გუნდში შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბარსელონას მისი დაბრუნება გაუჭირდება.

"ეჭვგარეშეა, რომ თუ "ბარსელონა" მას დაიბრუნებს, შესანიშნავი იქნება, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, ვფიქრობ, ეს ტრანსფერი ძალიან რთული განსახორციელებელი იქნება. რა თქმა უნდა, ის ფანტასტიკური ფეხბურთელია, თუმცა დაველოდოთ, რას იზამს "ბარსელონა".

"ამის მიუხედავად, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში ბევრი ისეთი რაღაც ვნახეთ, რისი წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო. მათ შორის ნეიმარის "პარი სენ-ჟერმენში" ტრანსფერი და პარიზული გუნდის მიერ გადახდილი თანხა" - განაცხადა ხავიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით