ასპილიკუეტა: "ლამპარდი გუნდს ახალ სიცოცხლეს შესძენს"

12-07-2019, 22:02

ლონდონის "ჩელსის" ერთ-ერთმა ლიდერმა სეზარ ასპილიკუეტამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრენკ ლამპარდის დანიშვნას გამოეხმაურა.

"მართალია, რომ გასულ სეზონში იყო მომენტები, როდესაც ჩვენ ფანებს ის ვერ შევთავაზეთ, რასაც ისინი ელოდნენ. ჩვენი პერფრომანსი ხშირად ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, საბედნიეროდ, შევძელით და ევროპა ლიგის მოგებით დავასრულეთ სეზონი".

"ადვილი შესამჩნევია, თუ როგორ გაახარა ფანები ფრენკ ლამპარდის "სტემფორდ ბრიჯზე" დაბრუნება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მის დასახმარებლად. ძალიან ბედნიერები ვართ მისი დაბრუნებით".

"ვარჯიშის პირველივე კვირას მივხვდით, თუ როგორი ფეხბურთის თამაში სურს ლამპარდს. მისი მიზანია, გუნდის თითოეულმა წევრმა იგრძნოს საკუთარი კლუბის გერბი გულზე. დარწმუნებული ვარ, რომ ფრენკ ლამპარდი გუნდს რაღაც განსაკუთრებულს შესძენს," – განაცხადა ასპილიკუეტა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით