ოფიციალურად: "იუვენტუსმა" კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა

12-07-2019, 23:10

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ტურინის "იუვენტუსმა"  მე-6 ფეხბურთელი დაიმატა.

მომავალი სეზონიდან, "იუვენტუსის" ღირსებას კრისტიან რომერო დაიცავს.

ტურინელებს აღნიშნული ტრანსფერი 23 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო ფეხბურთელმა კლუბთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კრისტიან რომერო გასულ სეზონში "ჯენოას" მაისურით ასპარეზობდა. მან გენუური კლუბის მაისური 29 შეხვედრაში მოირგო და 2 გოლთან ერთად, 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით