ძალიან სამწუხარო ინფორმაცია

13-07-2019, 00:18

ხვალ ნაგოიას ბაშოზე მე-6 საასპარეზო დღე გაიმართება.

სამწუხაროდ, მიმდინარე ბაშოზე ვეღარ ვიხილავთ ქართველ ოძეკ ლევან გოგრგაძეს. სასტარტო ოთხი ბრძოლიდან მან ოთხივეში მარცხი იწვნია, დღეს კი დოჰიოზე აღარ გავიდა.

ტოჩინოშინის ქრონიკულ მუხლის ტრავმას მხრის დაზიანებაც დაემატა, რის გამოც ქართველმა სპორტსმენმა ბაშოდან მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

მომავალ ბაშოზე ლევანი კიდობანში იქნება ჩაყენებული, შესაბამისად, მას აუცილებლად დადებითი ბალანსის გაფორმება მოუწევს, რათა ოძეკის ტიტული შეინარჩუნოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით