ანტირეკორდი კალათუბურთში, რა ანგარიშით წააგო სომხეთის ნაკრებმა შვედეთთან

13-07-2019, 01:21

დღეს ახალგაზრდული ევრობასკეტის 2020 წლის შესარჩევი ეტაპი დაიწყო.

საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრები ფავორიტად შერაცხულ ჰოლანდიას დაუპირისპდა და დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა 85:73. ამის წყალობით გუნდმა ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი მიიღო.

პირველივე დღეს ერთგვარი ანტი-რეკორდი დამყარდა. სომხეთის 20 წლამდელთა გუნდი შვედეთს დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით, 26:149 დამარცხდა.

ხვალ საქართველოს ნაკრები სწორედ სომხეთის ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდება.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით