"ბაიერნი" ლეროი სანეზე დანებებას არ აპირებს !

13-07-2019, 02:57

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მიუნხენის "ბაიერნი", "მანჩესტერ სიტის" გერმანელი თავდამსხმელის, ლეროი სანეს შეძენას, კიდევ ერთხელ შეეცდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბავარიული გრანდი მზადაა 23 წლის ამომავალი ვარსკვლავის სანაცვლოდ, 80 მილიონი გირვანქა გაიმეტოს.

ცნობების მიხედვით, ლეროი მისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას, პრე-სეზონის ტურის დასრულების შემდეგ, პრემიერ ლიგის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, 28 ივლისს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით