ედენ აზარის ნომერზე "რეალში" პრობლემებია !

13-07-2019, 03:01

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალის" ბელგიელ ახალწვეულს, ედენ აზარს, გუნდში მის ნომერთან დაკავშირებით პრობლემა აქვს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზინედინ ზიდანს სურს 28 წლის ვარსკვლავს, 7 ნომერი გადასცეს, რომელსაც ჯერ-ჯერობით ესპანელი შემტევი, მარიანო დიასი ატარებს.

ცნობების მიხედვით, მარიანო არ გეგმავს უახლოესს მომავალში კრიშტიანუ რონალდუს "ანდერძი" დათმოს, ამიტომაც ერთადერთი გამოსავალი "რეალისთვის", ახალგაზრდა ფეხბურთელის გასხვისებაა.

შეგახსენებთ, რომ "ლოს ბლანკოსმა" აზარი, ლონდონის "ჩელსიდან", 130 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ გადაიბირა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით