"რეალ ბეტისი" ნაფილ ფეკირის სენსაციურ ტრანსფერს უახლოვდება

13-07-2019, 03:07

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ანდალუსიური "რეალ ბეტისი", ფრანგული "ოლიმპიკ ლიონის" შემტევი ნახევარმცველის, ნაბილ ფეკირის სენსაციურ ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური კლუბი 25 წლის ფეხბურთელის გადაბირების საქმის დაფინანსებას, არგენტინელი ჯოვანი ლო სესლოს გასხვისებით გეგმავს.

ცნობების მიხედვით, "ბეტისს" ფეკირის შესაძენად, მინიმუმ 75 მილიონი ევროს გამეტება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის ყიდვით ამასთან ერთად, მერსესაიდული "ლივერპულია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით