"ინტერმა" რომელუ ლუკაკუს ალტერნატივა მოძებნა !

13-07-2019, 03:12

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მილანის "ინტერმა", "მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელი თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს ალტერნატივა მონახა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნერაძური" ბოლო დროს, "აინტრახ ფრანკფურტის" ხორვატი შემტევის, ანტე რებიჩის გადაბირებით დაინტერესდა.

ცნობების მიხედვით, 25 წლის ფეხბურთელის შესაძენად "ინტერს" ლუკაკუსთან შედარებით ბევრად უფრო ნაკლები თანხა დასჭირდება და მისი გუნდში ადაპტაციაც ბევრად უფრო გამარტივდება, ვინაიდანაც იტალიურ გრანდში, რებიჩის არაერთი თანამემამულე ასპარეზობს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის ყიდვის სურვილი ამასთან ერთად, მიუნხენის "ბაიერნს" აქვს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით