ლონდონის "არსენალი" კრისტოფერ ნკუნკუს ტრანსფერს უახლოვდება !

13-07-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "არსენალი", ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველის, კრისტოფერ ნკუნკუს ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, ესპანელი უნაი ემერის ხელმძღვანელობის გუნდი, მზადაა 25 მილიონი გირვანქა გაიმეტოს.

ცნობების მიხედვით, "პსჟ" შესაძლოა ნკუნკუს გაცვალასაც დათანხმდეს, რომლის შედეგადაც პარიზული გრანდი სანაცვლოდ გრანიტ ჟაკას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენით ამასთან ერთად, იტალიური "ნაპოლია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით