"მანჩესტერ იუნაიტედმა" პოლ პოგბას ფასი გაზარდა !

13-07-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედმა", ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას სატრანსფერო ღირებულება გაზარდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური გრანდის პრეზიდენტმა, ედ ვუდვორდმა, 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, 180 მილიონი გირვანქა მოითხოვა.

ცნობების მიხედვით პოგბას ფასი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწევს თუ "იუნაიტედი" სანაცვლოდ, გაცვლაში სხვა რომელიმე მაღალი დონის ფეხბურთელს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით