"იუვენტუსმა" პოლ პოგბაზე უარი თქვა !

13-07-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსმა", "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას ტრანსფერზე უარი თქვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერია ა-ს ჩემპიონთა მხრიდან უკან დახევა ყველაზე მეტად, 26 წლის ფეხბურთელის განახლებულმა სატრანსფერო ღირებულებამ (180 მილიონი გირვანქა) განაპირობა.

ცნობების მიხედვით, "იუვენტუსის" სასურველი საზღვრები გუნდის ძირითადი ნახევარმცველის პოზიციისთვის, 70-80 მილიონს შორისაა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გიბრალტართან ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით