დე ლიხტი "აიაქსს" ტურზე არ გაჰყვა

13-07-2019, 17:41

მატიას დე ლიხტის ტურინის "იუვენტუსში" გადაბარგების საგა დასასრულს მიუახლოვდა.

ამსტერდამის "აიაქსის" ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა ის შემადგენლობა, რომელიც გუნდის ავსტრიულ ტურნეში მიიღებს მონაწილეობას. 19 წლის მცველი კი ამ განაცხადში ვერ მოხვდა.

მიზეზი მარტივია, ჰოლანდიელები ელოდებიან, რომ უახლოეს მომავალში დე ლიხტი ტურინული გრანდის რიგებს შეუერთდება.

როგორც ცნობილია, "იუვენტუსი" ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს გადაიხდის, რითაც ის ვან დიკის შემდგომ ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით