"ინტერმა" იკარდის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

13-07-2019, 17:46

მილანის "ინტერის" ოფიციალურმა საიტმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ მაურო იკარდი გუნდს ტოვებს.

"ნერაძურის" ოფიციალური განცხადების ცნობით, არგენტინელი ფორვარდი ლუგანოს შეკრებიდან უკვე დაითხოვეს.

გარდა ამისა, იკარდი გუნდს აზიის ტურნეშიც არ გაჰყვება, ახალი კლუბის მოძებნამდე კი მას ინდივიდუალურად მოუწევს ვარჯიშების ჩატარება.

შეგახსენებთ, რომ იკარდის დამატებით ყველაზე მეტად ტურინის "იუვენტუსი" არის დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით