"მანჩესტერს" შესაძლოა პოგბამ უკაპიტნოს

13-07-2019, 19:13

დღეს მანჩესტერ "იუნაიტედმა" საზაფხულო ტურნეს პირველი მატჩი გამართა და "პერთ გლორი" 2:0 დაამარცხა.

შეხვედრის შემდგომ "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნა სოლსკიაერმა მომავალი სეზონის გეგმებზე ისაუბრა.

"მოხარული ვარ, რომ რაშფორდმა გოლის გატანა მოახერხა. მისგან და მარსიალისგან ყველა ბევრს ელოდება."

"მომავალი სეზონისთვის ცვლილებები იქნება. ჯერ კიდევ გადასაწყვეტია კაპიტნის საკითხი. შესაძლოა, ეს არმაბანდი პოლ პოგბამ ჩაიბაროს." - აცხადებს სოლსკიაერი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით