როდრიგესით "პსჟ" დაინტერესდა

13-07-2019, 20:06

როგორც იტალიური მედია იტყობინება, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ხამეს როდრიგესით "პარი სენ ჟერმენი" ინტერესდება.

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელები ფეხბურთელის ტრანსფერზე "ნაპოლისა" და "რეალის" მოლარაკებებს აკვირდებიან. ჯერჯერობით მხარეები დეტალებზე ვერ თანხმდებიან. თუ ნეაპოლელები ხამესის გადაბირებას ვერ შეძლებენ, ნახევარმცველის წარმომადგენლებს "პარი სენ-ჟერმენის" ხელმძღვანელობა შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ კოლუმბიელის საკუთარ გუნდში ხილვა კარლო ანჩელოტის სურვილია. გუშინ "ნაპოლის" პრეზიდენტმა, აულერიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ როდრიგესს იტალიაში თამაში სურს, თუმცა "რეალი" ტრანსფერში დიდ თანხას ითხოვს.

ხამესმა გასული სეზონი "ბაიერნში" გაატარა, სადაც ჩატარებულ 28 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით