სალიჰამიჯიჩი: "პავარი უნივერსალურია და ის ჩვენ გვჭრდება"

13-07-2019, 20:53

მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა მედიის წარმომადგენლებთან გუნდის ახალწვეულზე - ბენჟამენ პავარის შესახებ ისაუბრა.

"სხვადასხვა საფეხბურთო კლუბებში და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობისას პავარმა დაამტკიცა, რომ თამაში რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთი უნივერსალი ფეხბურთელები გვჭირდება".

"გარდა საფეხბურთო ინტელექტისა და დაცვაში სანდო თამაშისა, ის ძალიან კარგ ტექნიკას ფლობს. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ბენჟამინი ,,ბაიერნში'' ნაბიჯს წინ გადადგამს და გუნდს წარმატებაში დაეხმარება", - ციტირებს სალიჰამიჯიჩის სიტყვებს "ბაიერნის" ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით