კოუტინიოს აგენტი: "მათ სიმართლე უნდა გვითხრან"

13-07-2019, 23:41

კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს აგენტის, კირა იორაბჩანის განცხადებით, კლუბის ხელმძღვანელობა მათ ატყუებს.

"დიდი ხნის განმავლობაში ჩუმად ვიყავით, თუმცა, ახლა ყველაფერი უნდა ითქვას."

"ბართომეუსთან შეხვედრა გვქონდა და მან ნათლად დააფიქსირა პოზიცია: კლუბს არ სურს ფილიპეს გაყიდვა."

"შესაბამისად, ჩვენც პაიტივი ვეცით კლუბს და არ დავიწყეთ სხვა გუნდებთან მოლპარაკებები."

"თუმცა, ანდრე კარი ("ბარსას" მრჩეველი) სრულიად საპირისპირო რამეს ამბობს. მას სურს, რომ კოუტინიო ნეიმარის ტრანსფერში გამოიყენონ."

"ასეთი მოქცევა არ შეიძლება. ისინი ჩვენ უბრალოდ გვატყუებენ. არ ვიცი, საბოლოოდ ეს რა შედეგით დასრულდება." - აცხადებს კოუტინიოს აგენტი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გიბრალტართან ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით