"ბაიერნის" მთავარი სამიზნეები ლეროი სანე და უსმან დემბელე იქნებიან !

14-07-2019, 02:52

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი სამიზნეები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში, ლეროი სანე და უსმან დემბელე იქნებიან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბავარიული გრანდი, "მანჩესტერ სიტისა" და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელებს, ფრენკ რიბერისა და არიენ რობენის შემცვლელებად მოიაზრებს.

ცნობების მიხედვით, ორივე ამომავალი ვარსკვლავის გადასაბირებლად, კლუბმა ფინანსების სახით, 250 მილიონი ევრო გამოყო.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული კლუბი ამასთან ერთად, "აინტრახტ ფრანკფურტის" ხორვატი შემტევის, ანტე რებიჩის გადაბირებითაა დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი

დაგვიმეგობრდით