ანტუან გრიზმანის "ბარსელონაში" ტრანსფერი ჩაიშალა ?! რას ამბობს ""ატლეტიკოს" პრეზიდენტი

14-07-2019, 02:59

მადრიდის "ატლეტიკოს" ესპანელი პრეზიდენტი, ენრიკე ცერეზო, კლუბის ფრანგი ვარსკვლავის, ანტუან გრიზმანის კატალონიის "ბარსელონაში" ტრანსფერზე საუბრობს:

"მოთამაშის ღირებულება 1 ივლისის შემდეგ მართლაც იკლებდა და 107 მილიონი გირვანქა ხდებოდა, თუმცა ჩვენი შეთანხმების მიხედვით, "ბლაუგრანა" წინასწარ დადგენილ თანხას იხდიდა."

"სწორედ ამ მიზეზის გამო, მაქსიმალურად ვეცდებით შექმნილი გარემოება გამოვიკვლიოთ და ის მივიღოთ, რასაც კანონიერად ვიმსახურებთ, თუ ეს არ მოხდება, მაშინ შესაბამისს ზომებს მივიღებთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 28 წლის ვარსკვლავის "ბარსელონაში" ტრანსფერი, 12 ივლისს გაოფიციალურდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით