"ნაპოლის" პრეზიდენტმა "რეალს" ხამეს როდრიგესის ფასის დაკლება სთხოვა

14-07-2019, 03:03

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, იტალიური "ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დი ლაურენტისმა, მადრიდის "რეალთან" ხამეს როდრიგესის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეაპოლიტანელებისთვის მთავარ პრობლემას 28 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა წარმოადგენს, რომელიც ამჟმად 75 მილიონ ევროს შეადგენს.

ცნობების მიხედვით, დი ლაურენტისი სწორედ ამ მიზეზით, ესპანეთში გაემგზავრა და "ლოს ბლანკოსის" ხელმძღვანელს, ფლორენტინო პერესს, მოთამაშის ღირებულების დაკლება სთხოვა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა შუახაზელმა გასული 2 სეზონი, იჯარის წესით, მიუნხენის "ბაიერნში" გაატარა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით