"ფიორენტინა" მარიო ბალოტელის ტრანსფერს უახლოვდება !

14-07-2019, 03:07

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, იტალიური "ფიორენტინა", "ოლიმპიკ მარსელის" თავდამსხმელის, მარიო ბალოტელის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 28 წლის წინახაზელს მის ამჟამინდელ გუნდთან ერთად გაფორმებული კონტრაქტი, 19 ივლისს ეწურება, რის შემდეგაც ის უკვე სხვა კლუბებთან მოლაპარაკების უფლებას მიიღებს.

ცნობების მიხედვით, "ფიორენტინა" მზადაა ბალოტელის შეძენას დათანხმდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემტევი, შედარებით ნაკლებ კვირეულ ანაზღაურებას შეურიგდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე "მარსელში" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ნიცადან" გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით