"მანჩესტერ იუნაიტედი" საულ ნიგესის ტრანსფერით დაინტერესდა !

14-07-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანასფერო რადარზე, მადრიდის "ატლეტიკოს" ესპანელი ნახევარმცველი, საულ ნიგესი გამოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური გრანდის წარმომადგენლობა 24 წლის ფეხბურთელს, ფრანგი შუახაზელის, პოლ პოგბას ერთ-ერთ შემცვლელად მოიაზრებს.

ცნობების მიხედვით, სწორედ ამ მიზეზით, "როხი ბლანკომ" საულთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო და მოთამაშეს, გაზრდილი კვირეული ანაზღაურება შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა ამჟამად 134.67 მილიონ გირვანქას შეადგენს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით