"ვესტ ჰემი" გონსალო იგუაინის ტრანსფერს უახლოვდება !

14-07-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ვესტ ჰემი", ტურინის "იუვენტუსის" მფლობელობაში მყოფი არგენტინელი თავდამსხმელის, გონსალო იგუაინის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 31 წლის შემტევმა უკვე გამოთქვა "ჩელსის" დატოვების სურვილი, თუმცა მიუხედავად ამისა, მზადაა კარიერა ინგლისში განაგრძოს.

ცნობების მიხედვით, "ვესტ ჰემი" მზადაა იგუაინის სანაცვლოდ, 25 მილიონი გირვანქა გაიმეტოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელი, იანვრის სატრანსფერო ფანჯრიდან 1 ივნისამდე, იჯარის წესით, "არისტოკრატების" რიგებში ირიცხებოდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით