"მანჩესტერ სიტის" დანიელ ალვესის გადაბირება სურს !

14-07-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტი", ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი მარჯვენა მცველის, დანიელ ალვესის ტრანასფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური გრანდი მზადაა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან მოთამაშეს, 2 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.

ცნობების მიხედვით, ალვესი, რომელმაც "პსჟ-ს" დატოვების გადაწყვეტილება უკვე მიიღო, მზადაა პეპ გვარდიოლასთან ერთად მუშაობა, კვლავ განაახლოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 36 წლის ფეხბურთელის შეძენა "ქალაქელებს" 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც სურდათ, თუმცა მცველისთვის ბრძოლაში, სწორედ პარიზულ გუნდთან დამარცხდნენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით