აზარმა 23 ნომერი აირჩია

14-07-2019, 17:23

ედენ აზარის მადრიდის "რეალში" გადაბარგების შემდგომ დაისვა კითხვა, თუ რა ნომრით იასპარეზებს ბელგიელი შემტევი.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ის 23 ნომერს მოირგებს.

მოგეხსენებათ, ედენის საყვარელი 10 ნომერი "სამეფო კლუბში" დაკავებულია, შესაბამისად, მან მაიკლ ჯორდანის პატივისცემის ნიშნად 23 ნომერზე შეაჩერა არჩევანი.

შეგახსენებთ, რომ 23 ნომერი უკანასკნელად "რეალში" სერხი რეგილონს ეცვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით