გრიზმანის ყოფილი აგენტი: "კამპ ნოუს აღარ ვეწვევი"

14-07-2019, 17:49

ანტუან გრიზმანის ყოფილმა აგენტმა, ხოსეპ მარია მინხელმა განაცხადა, რომ ის ფრანგი ფეხბურთელის ქცევებით გაბრაზებულია.

"გასულ წელს გრიზმანის აგენტები "ბარსელონას" წარმომადგენლებს შეხვდნენ ერთ-ერთ რესტორანში."

"მას ძალიან კარგი შანსი ჰქონდა ოცნება აეხდინა, თუმცა, მან ამისთვის არასწორი გზა აირჩია. ამ საქციელით ანტუანმა გუნდის პრესტიჟი დააზიანა."

"ვფიქრობ, მისი ეს საქციელი გამაღიზიანებელია და "ბარსელონას" დონის გუნდს არ შეჰფერის. ასე რომ, მე აღარ ვაპირებ კამპ ნოუზე ვიარო მანამ, სანამ გრიზმანი ამ გუნდის ღირსებას იცავს." - აცხადებს მინხელა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით