მილიტო: "დარწმუნებული ვარ, მესი 40 წლამდე ითამაშებს"

14-07-2019, 18:00

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი მცველი, გაბი მილიტო მიიჩნევს, რომ ლეო მესის უმაღლეს დონეზე თამაში 40 წლამდე შეუძლია.

"დროის გასვლასთან ერთად ჩვენც ვიზრდებით. ეს არ არის ერთბაშად შესამჩნევი ცვლილება, თუმცა, ჩვენ გარკვეულ ასპექტებში ვიხვეწებით."

"ვფიქრობ, ლეო ახლა კიდევ უფრო მეტად არის მოწიფული თავის საქმეში, ვიდრე ოდესმე იყო."

"ის უმაღლესი დონის პროფესიონალია და ამას ყოველი სეზონის განმავლობაში ამტკიცებს. მესი ყოველწლიურად პროგრესირებს."

"ვფიქრობ, ყველაფრის გათვალისწინებით მას შეუძლია 40 წლის ასაკშიც კი უმაღლეს დონეზე ითამაშოს. ყველაფერი მის სურვილზეა დამოკიდებული." - აცხადებს მილიტო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით