მოურინიო: "გერმანია? - რატომაც არა"

14-07-2019, 18:56

პორტუგალიელი მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მედიის წარმომადგენლებთან სამომავლო გეგმებსა და მომდევნო სეზონში სერია ა-ს სავარაუდო ჩემპიონის შესახებ ისაუბრა.

"ინტერმა" სკუდეტო აუცილებლად უნდა მოიგოს და ვფიქრობ, ასეც იქნება და სერია ა-ს მომდევნო გამარჯვებული სწორედ მილანის "ინტერი" იქნება".

"რა იქნება მომავალში? ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით. ახლა გერმანულ ენას ვსწავლობ. ეს არის ენა, რომელიც არ ვიცი. ინგლისურად, ესპანურად, პორტუგალიურად, ფრანგულად და იტალიურად ვსაუბრობ. სწორედ ამიტომ, ახლა გერმანულის შესწავლით ვარ დაკავებული. ნიშნავს ეს იმას, რომ მუშაობას გერმანიაში დავიწყებ? შესაძლოა",- განუცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა Gazzetta Dello Sport-ს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით