"საბურთალოს" მწრთვნელი: "თავდაცვით თამაშს არ ვაპირებთ"

14-07-2019, 19:16

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისტორიაში პირველად ჩაერთო, თანაც საკმაოდ წარმატებულად.

"საბურთალომ" პირველი მატჩი სტუმრად, ანგარიშით 0:3 მოიგო.

განმეორებითი მატჩი "შერიფთან" გ  16 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება.

აღნიშნული დაპირისპირების შესახებ "საბურთალოს" თავკაცმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა  ისაუბრა.

"ჩვენ ჩვენი თამაში გვაქვს, რასაც რადიკალურად არ შევცვლით. მე ვფიქრობ, რომ ეს გამარჯვებაც იქიდან გამომდინარეობდა, რომ ვითამაშეთ ის, რაც შეგვიძლია, რაც კარგად გამოგვდის, რაც კარგად გამოგვივიდა. ამიტომ, ჩვენ დაცვით ფეხბურთს არ ავირჩევთ".

"ჩვენ რაღაც უპირატესობას უკვე მივაღწიეთ და ვფიქრობ, რომ არ იქნება სწორი ასე ვითამაშოთ, ყრუ დაცვაში ჩავდგეთ. ეს ჩვენი თამაში არ არის",-განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "საბურთალოსა" და "შერიფის" შეხვედრა 21:30 საათზეა ჩანიშნული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით