სინიშა მიჰაილოვიჩი: "ამ მიყვარს როცა ვინმეს ვებრალები"

14-07-2019, 19:31

"ბოლონიას" მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიჰაილოვიჩმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ ლეიკემიას ებრძვის.

"ამ დღეებში ბევრჯერ ვიტირე, მაგრამ არ მომწონს, როცა ვინმე მოდის და ჩემ მიმართ სიბრალულს გამოხატავს. მკურნალობას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ მე გამოვჯანმრთელდები".

"მე ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობ, ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც. ლეიკემიას დავამარცხებ", – განაცხადა 50 წლის მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ მიჰაილოვიჩი მოთამაშის კარიერის დროს "რომას", "სამპდორიას", "ლაციოსა" და "ინტერის" ღირსებას იცავდა.

მან სამწვრთნელო კარიერა "ინტერში" დაიწყო, სხვადასხვა დროს კი "კატანიაში", "ფიორენტინაში", სერბეთის ნაკრებში, "სამპდორიაში", "მილანსა" და "ტორინოში" იმუშავა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გიბრალტართან ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით