ოფიციალურად: ქართველი ფეხბურთელი მადრიდის "ატლეტიკოში" ითამაშებს

14-07-2019, 22:17

მადრიდის "ატლეტიკოს" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ ქალთა გუნდს 27 წლის ფეხბურთელი, ნათია ფანცულაია შეუერთდა.

ფანცულაია უკრაინაში დაიბადა და ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს.

27 წლის ნახევარმცველი უკანასკნელად თურქულ "ალგ სპორში" ასპარეზობდა.

"ატლეტიკოს" ქალთა გუნდის ევროპის ერთ-ერთ გრანდად ითვლება. "როხიბლანკომ" გასულ სეზონში პრიმერა დივიზიონის მოგებაც მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით