კუბო "რეალის" მწვრთნელებს აოცებს

14-07-2019, 22:56

მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა, ტაკეფუსა კუბომ გუნდის მწვრთნელები გააოცა.

19 წლის ნახევარმცველი ძალიან მცირე დროა რაც "სამეფო კლუბს" შეუერთდა და მწვრთნელთა სიმპათია უკვე დაიმსახურა.

როგორც ესპანური გამოცემები აღნიშნავენ, "იაპონელ მესის" პრე სეზონზე საკმაოდ დიდი სათამაშო დრო მიეცემა და ამის შემდგომ გადაწყდება, დარჩება ის პირველ გუნდში თუ კასტილიაში გააგრძელებს ასპარეზობას.

შეგახსენებთ, რომ კუბო ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტად ითვლება და მადრიდულმა გრანდმა მის სანაცვლოდ 4 მილიონი ევრო გადაიხადა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით