ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი ვარსკვლავი, ნეიმარ ჟუნიორი, საკუთარ რეპუტაციაზე საუბრობს:
"დიახ, კარგად ვიაზრებ რომ სუპერგმირი ან რაიმე მსგავსი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩემგან მაგალითს მსოფლიოს გარშემო არაერთი ფეხბურთელი და ადამიანი იღებს."
"ვისთვის ვარ კიდევ სამაგალითო ? რა თქმა უნდა ოჯახისთვის და მეგობრებისთვის."
შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 27 წლის თავდამსხმელის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, კატალონიის "ბარსელონაა" დაინტერესებული.