ანტუან გრიზმანი: "ლიონელ მესისთან ერთად თამაში გასაოცარი იქნება"

15-07-2019, 03:10

კატალონიის "ბარსელონას" ახალწვეული, ფრანგი თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი, კლუბის არგენტინელ ვარსკვლავზე, ლიონელ მესიზე საუბრობს:

"მოუთმენლად ველი პრე-სეზონის დაწყებას, რადგანაც მსურს ვნახო თუ მესი ყოველდღიურ ვარჯიშებში მონაწილეობას როგორ იღებს. მასთან ერთად ასპარეზობა ნამდვილად გასაოცარი იქნება."

"ძალიან ბედნიერი ვარ, ახალი გამოწვევების მიღება ყოველთვის საინტერესოა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 28 წლის შემტევის ტრანსფერი "ბლაუგრანამ", 120 მილიონი ევროსა სანაცვლოდ მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით