დანი ალვეში: "ჩემი სახით ნებისმიერი კლუბი ნამდვილ ჩემპიონს შეიძენს"

15-07-2019, 13:31

როგორც მოგეხსენებათ, დანი ალვეში ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტია და ახალი გუნდის ძიებაშია.

ფეხბურთელმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ახლა თავისუფალი ვარ და ამ სულისკვეთებით კიდევ ბევრი გამარჯვების მოპოვება შემიძლია".

"მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი: ვინც შემიძენს, ნამდვილ ჩემპიონს დაიმატებს. არაფერია გადაწყვეტილი, მაგრამ ჩემი მიზანია გადავიდე გუნდში, რომელიც ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება", - თქვა დანი ალვეშმა.

ბრაზილიელ ფეხბურთელს ამჟამად პრემიერლიგის კლუბებს "მანჩესტერ სიტის", "არსენალსა" და "ტოტენჰემს", გარდა ამისა, "სევილიასა" და "ინტერს" უკავშირებენ.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით