ყველაფერი საბოლოოდ დასრულდა - ნეიმარი დაბრუნდა!

15-07-2019, 19:00

როგორც ჩანს, ნეიმარ ჯუნიორის სატრანსფერო საგა საბოლოოდ დასრულდა.

ფრანგული რადიო RMC-ის ინფორმაციით, 27 წლის გარემარბი დღეს სან პაულოდან პარიზში ჩაფრინდა და გუნდს შეუერთდა.

წყაროს ცნობით, ნეიმარმა საფრანგეთის დედაქალაქში დარჩენა საბოლოოდ გადაწყვიტა და კლუბის დატოვებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ "პსჟმ" პრე-სეზონისთვის ვარჯიში 1 კვირის წინ დაიწყო, თუმცა, პირველ კვირაში ნეიმარი გუნდთან ერთად არ გამოჩენილა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით