"იუვენტუსმა" იკარდის ტრანსფერში შესაძლოა მოიზე კინი გამოიყენოს

15-07-2019, 19:05

ტურინის "იუვენტუსი" რომ მაურო იკარდის შეძენით არის დაინტერესებული, ეს ამბავი არახალია.

იტალიური გამოცემების ინფორმაციით, "ბებერი სინიორა" არგენტინელი თავდამსხმელის სანაცვლოდ მზადაა მოიზე კინს შეელიოს.

წყაროს ცნობით, იკარდიმ უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტის დეტალები ტურინულ გრანდთან და იგი ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ანაზღაურების სახით კი წელიწადში 8 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, "ნერაძურიმ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიმდინარე ზაფხულში იკარდი კლუბს დატოვებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით