ნეიმრის მამა: "ჩემი შვილი "პსჟ-ს ფეხბურთელია, მაგრამ მის საკუთარ ისტორიას ნუ დავივიწყებთ"

15-07-2019, 20:03

ნეიმარის მამა ჟუნიორის კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის საუკეთესო საფეხბურთო მოგონება "ბარსას" მაისურით "პარი სენ  ჟერმენის" დამარცხებაა.

"მართალია ნეიმარს "პსჟ-სა" და იმ ფეხბურთელების მიმართ, რომლებიც 2017 წელს ამ შეხვედრაში თამაშობდნენ, პატივისცემა არ დაუკარგავს. რამდენიმე მათგანი ახლა მისი თანაგუნდელია. მატჩის დასრულების დღიდან ჩემი შვილი ამ მოგებას ისე იხსენებს, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოგონებას მის კარიერაში. ასე ბევრი გულშემატკივარიც მიიჩნევს".

"რატომ განვიხილავთ ახლა ამას? ჩემი შვილი "პსჟ-ს" ფეხბურთელია, მაგრამ მას საკუთარი ისტორიის იგნორირება არ შეუძლია. სწორედ ამ ისტორიის დახმარებით მოხვდა ის პარიზულ გუნდში",  - განაცხადა უფროსმა ნეიმარმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ, ჩვენ ჩვენი ბრძოლის ველი გვაქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით