"მილანი" და "რომა" ფეხბურთელებს გაცვლიან

15-07-2019, 20:37

როგორც Football Italia იტყობინება, სერია ა-ს გუნდები მოლაპარაკებებს აწარმოებან.

"რომა'' "მილანის" შემტევით, სუსოთი ინტერესდება და დედაქალაქელები მზად არიან, "როსონერის" ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ხავიერ პასტორე შესთავაზონ.

გამოცემის ცნობით, "რომა" სუსოში დამატებით თანხასაც გადაიხდის. კონტრაქტის თანახმად, მოთამაშის გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევროა.

გასულ სეზონში სუსომ სერია ა-ში "მილანის" მაისურით ჩატარებულ 35 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა. პასტორეს ანგარიშზე კი 14 შეხვედრაში 3 გოლი იყო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით