ჩაკვეტაძე: "რომ არა ტრამვა ახლა სერია ა-ს ფეხბურთელი ვიქნებოდი"

15-07-2019, 20:52

როგორც მოგეხსენებათ, გასული  თვეების მანძილზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "გენტის" 19 წლის შემტევის, გიორგი ჩაკვეტაძის სახელს არაერთ გრანდს  დაუკავშირეს.

აღნიშნულ თემაზე ჩაკვეტაძემ თავად ისაუბრა.

"რაც იყო დასახელებული, იმ გუნდებიდან შემოთავაზება ნამდვილად იყო, მაგრამ ამ ტრავმის ფონზე, თავი ყველამ შეიკავა. ასე ვთქვათ, ამ ზაფხულს ტრანსფერი ჩაიშალა.იყო რომა, მიონხენგლადბახი, ლევერკუზენი. ყველაზე დიდი სურვილი რომას ჰქონდა და ეს ტრავმა რომ არა, დიდი ალბათობით, განხორციელდებოდა ეს ტრანსფერი", - განაცხადა გიორგიმ.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე ოპერაცია რამდენიმე თვის წინ გაიკეთა. ის ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში ჩვენს ნაკრებს ვერ დაეხმარა.

ჩაკვეტაძის მოედანზე დაბრუნება დაახლოებით ოქტომბრისთვის იგეგმება



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით