ყენია "საბურთალოს" შეუერთდა

15-07-2019, 21:19

ოფიციალური ინფორმაციით, ლევან ყენიამ ყოფილ გუნდთან, ლუქსემბურგის "დუდელანჟთან" საბოლოო შეთანხმება მიაღწია და "საბურთალოს" შეუერთდა.

ყენია სათანადო კონდიციებში ჯერ არ იმყოფება და ჭიაბრიშვილი მის გამოყენებას მომდევნო თამაშებისთვის აპირებს.

გარდა ამისა, მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ინტერს გი მიმდინარე სეზონში ევროტურნრიებზე მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებს, ხოლო, მე-2 ლეგიონერი, ელვინ ტერა უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და შესაძლოა, "შერიფის" წინააღმდეგ 18-კაციან განაცხადშიც მოხვდეს.

შეგახსენებთ, "საბურთალო" "შერიფს" 16 ივლისს მიხეილ მესხზე უმასპინძლებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით