ქართველი 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი ბექა ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიურ "ლომელიში" გააგრძელებს.
მოგახსენებთ, "ლომელი" ბელგიის რანგით მე-2 ლიგაში ასპარეზობს, ვაჩიბერაძე კი ბოლოს ლატვიურ "რიგასში" თამაშობდა.
ბექამ გუნდთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა და კარგი შემოთავაზების შემთხვევაში, "ლომელი" მას ტრანსფერის განხორციელებაში ხელს არ შეუშლის.
შეგახსენებთ, რომ ვაჩიბერაძე დონეცკის "შახტარის" აღზრდილია, ირიცხებოდა ესპანური "ბეტისის" სარეზერვო გუნდშიც, თუმცა პროფესიონალური კარიერა სწორედ "რიგასით" დაიწყო.
1 წლის წინ უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ნაკრებში თამაშიც სურს.